ავარიული ხე ბოტანიკურ ბაღში (ფოტოები) (განახლებული)


  • ფოტოები, რომლებსაც გთავაზობთ, “ზუგდიდელებს,” ამ დილით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დილით მოსეირნე მოქალაქემ მოაწოდა და მასზე ავარიული, ფუღუროიანი ხეა აღბეჭდილი.

სავარაუდოდ, ხე, ბოლო დღეების ქარმა დააზიანა. ის სწრაფ ყურადღებას და რეაგირებას საჭიროებს, რადგან სასეირნო ბილიკთან ახლოსაა.

“ზუგდიდელები” ავარიულ ხეებთან დაკავშირებით, დაუკავშირდა ბოტანიკური ბაღის დირექტორს. ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ ბოტანიკურ ბაღში მსგავს მდგომარეობაში 17 ერთეული ხეა. თითოეულ მათგანზე შექმნილია დოკუმენტაცია. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უახლოეს ხანებში, რამდენიმე მათგანი გადაიჭრება, რამდენიმე კი, გადაიბელება.

რაც შეეხება, ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებულ ფოტოზე აღბეჭდილი ხის ბედს, ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ ეს ხე არის ფაუტიანი და გადაიჭრება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!