აბელ კალანდია-კაცი, რომელიც ქალაქს უხდება


  • ზუგდიდში ცხოვრობს და მოღვაწეობს სამშობლოს, ზუგდიდის, ხელოვნების სიყვარულით გულანთებული პიროვნება აბელ კალანდია, დიდი ცოტნე დადიანის ტომიდან. სახელოვანი წინაპრისეული სიდარბაისლით მიუყვება ხელოვანი ცხოვრების აღმართ-დაღმართებს. სწორედ ზუგდიდური ხასიათით, თავმდაბლობით, ერთგულებით ესახელებათ, ეიმედებათ ის თანაქალაქელებს.

ბატონი აბელი წლებია ხელმძღვანელობს მაცი ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეას. ის როგორც დირექტორი, კოლეგა, არასოდეს ღალატობს თავის პრინციპებს, გულითადად მასპინძლობს ქალაქის სტუმრებს, რითაც წარმოაჩენს კიდეც თავისი საყვარელი ზუგდიდის ღირსებას.

აბელ კალანდია: “ცოტნე დადიანი”

ზემოთ ცოტნე დადიანის ხსენება შემთხვევითი არ ყოფილა და ის უკავშირდება ქართველი მხატვრის შემოქმედების, ერთ-ერთი შედევრის ცოტნე დადიანის პორტრეტისადმი საზოგადოების დიდ ინტერესს, თუმცა მის შემოქმედებას არაერთი ნამუშევარი ამშვენებს.

აბელ კალანდია უხდება ჩვენს საყვარელ ზუგდიდს.

წარმატებებს გისურვებთ, ბატონო აბელ!

ნონა გოგინავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!