ჯანმო-მ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალი მითითებები გამოაქვეყნა

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალი მითითებები გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ვირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის შესაძლებლობაზე და ხაზგასმულია, რომ ამ მოსაზრების დამტკიცებისთვის გამოკვლევები რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს.

ჯანმო-ს ახალ გაიდლაინებში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ მოხსენებაში საუბარია დახურულ სივრცეში ვირუსის ჰაერის გზით გადაცემის შესაძლებლობაზე, მაგალითად სიმღერის გუნდის რეპეტიციის დროს, რესტორნებსა და ფიტნეს კლუბებში ყოფნის დროს.

„აუცილებელია ასეთი მაგალითების გამოკვლევა სასწრაფოდ მოხდეს,“- აღნიშნულია ჯანმო-ს მიერ გამოქვეყნებულ გაიდლაინებში.

ორგანიზაცია ადამიანებს ურჩევს, სოციალური დისტანცირების წესის დაცვასთან ერთად თავიდან აიცილონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, უზრუნველყონ შენობების კარგად განიავება და გამოიყენონ პირბადეები ყოველთვის, როცა ფიზიკური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

შეგახსნებთ, ორი დღის წინ 32 ქვეყნის 239-მა მეცნიერმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვირუსის იმ ნაწილაკებმა, რომელიც ჰაერში მოძრაობს, შესაძლოა, დააინფიციროს ადამიანები, რომლებიც ამ ჰაერს ჩაისუნთქავენ. ისინი ჯანმო-ს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცემული მითითებების განახლებისკენ მოუწოდებდნენ.

წყარო

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.