ჯანდაცვის მინისტრი-ეპიდემიოლოგიური კუთხით მშვიდი ვითარებაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს


  • საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით მშვიდი ვითარებაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„რაც შეეხება ეპიდვითარებას, საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს, არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა სრულად მართვადია, მინიმალურ ზღვარზეა. რამდენიმე ქვეყანაში არის შედარებით მეტი, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მკვეთრი ზრდა არ არის. თუ შევადარებთ აბსოლუტურ ციფრებში, მაგალითად, ერთი კვირის წინ საშუალოდ დღიური შემთხვევები თუ გვქონდა 100, დღეს გვაქვს 500. ეს არის სულ, სამი მილიონ 700 000-იან ქვეყანაში.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. მათთვის, ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, მზად ვართ, ვუმკურნალოთ ჰოსპიტალში. ვისაც ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც არის კოვიდის სამკურნალო, რამდენიმე თვის წინ, ეს მედიკამენტიც, „ფაიზერის“ წარმოების „პაქსლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. ვიყავით სულ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც პირველად მიიღო ეს მედიკამენტი. კლინიკური ნიშნებიდან, სიმძიმიდან და რისკიანობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ  სხვადასხვა ტიპის ვაქცინას. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, იმ შემთხვევებში, თუ არის უბრალოდ ტემპერატურის მატება და არაფერი სხვა, არ არის სიმძიმის გამომხატველი სხვა სიმპტომები, როგორც მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში ვამბობდი, და მაშინ თითქოს ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გარდაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს, ზუტად იგივე მიმდინარეობა აქვს და ზუსტად იგივეს ადასტურებენ დღეს ინფექციონისტები, რომ არაფერია საშიში, საპანიკო, შეგვიძლია, ინფიცირების შემთხვევაში მშვიდად გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ. რამე შეზღუდვის, ჩაკეტვის, თუ სხვადასხვა აკრძალვის შემოტანის საფუძველი დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.