- 28 აპრილს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქ. თბილისის საკრებულოს შენობაში, კონკურსის “სუფთა რეგიონი 2022“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ზუგდიდმა სამ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება:
“სუფთა ქალაქი 2022“-ქალაქი ზუგდიდი.
„სუფთა სოფელი 2022“ – სოფელი ჭაქვინჯი (ზუგდიდი);
„ლამაზი ეზო 2022″ – კახა ტურავას ეზო (ზუგდიდი);
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მრიის ინფორმაციით, კონკურსი 2022 წლის 7 ივნისს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქი/დაბის“, „სუფთა სოფელი/თემის“, „სუფთა/ლამაზი ქუჩის“, „სუფთა/ლამაზი ეზოს“, „სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზოს“, „ლამაზი აივნის“ და “ლურჯი ნაკადული“ გამოვლენა.
თბილისში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავებას“ ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ მალაშხია და ჭაქვინჯის მაჟორიტარი დეპუტატი ჯონი ჯიქია ესწრებოდნენ.