გაიმართა “ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსი”


  • 28 აპრილს, N1 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, კულტურის სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, საგუნდო საზოგადოებისა და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა “ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსი”.

კონკურსში მონაწილეობდნენ ზუგდიდისა და წალენჯიხის აკადემიური და ფოლკლორული ანსამბლები.

მათ შორის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების საგუნდო- სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდები, (პედაგოგები-დენიზა ლუკავა, მიხეილ ედიშერაშვილი, კონცერტმაისტერი- ნესტან პერტაია). ანსამბლები: “ლაზიკა” (პედაგოგი- თინათინ სიჭინავა) “ჯეგეთა”, (პედაგოგი-გოჩა ქირია) და “ოდაბადე” (პედაგოგი- ლადო ჭიღვარია).

კონკურსს აფასებდა კომპეტენტური ჟიური: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი- მიხეილ ედიშერაშვილი და თბილისის ახალგაზრდული კაპელას მთავარი დირიჟორი-შიო აბრახამია.

კონკურსის ფინალური დასკვნითი ეტაპი გაიმართება 12-13 მაისს, თბილისში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!