“ქართული კალიგრაფია – 2023” მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი კონკურსის „ქართული კალიგრაფია – 2023″ მონაწილეთა დაჯილდოება შედგა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ინფორმაციით, კონკურსი მიეძღვნა საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს. კონკურსანტებმა გადაწერეს ქართველ მწერალთა გამონათქვამები სამშობლოზე.

დღევანდელი ღონისიება მიეძღვნა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებისან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს.

წელს კონკურსი მიეძღვნა საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს. კონკურსანტებმა გადაწერეს ქართველ მწერალთა გამონათქვამები სამშობლოზე.

ღონისძების ბოლოს მიტროპოლიტ: გერასიმეს ლოცვა კურთხევით ბიბლიოთეკას გადაეცა წიგნები: ,,ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი” და ,,ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია” მე-2 ტომი.

კონკურსის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seventeen − 6 =

Akismet ანტისპამი