2 ივნისიდან ზუგდიდის მერია ახალ სოციალურ პროგრამას იწყებს


  • 2 ივნისიდან,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ახალ სოციალურ პროგრამას, ,,თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი-საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა“ იწყებს.

აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ: ეტლით მოსარგებლე პირები, კიდურის ამპუტაციით განპირობებული  გადაადგილების შეზღუდვისა  და მხედველობის არ მქონე პირები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელიც საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ სერვისს განახორციელებს.

31 მაისიდან  სერვისის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995) 599 805 835

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს გადაეცა 3 ადაპტირებული მიკრო ავტობუსი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!