ფორუმ თეატრი ზუგდიდში


  • დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ფორუმ თეატრმა შეხვედრა გამართა.

ღონისძიების ფარგლებში, ფორუმ თეატრის მსახიობებმა დადგეს სცენა, მოქმედება სკოლაში ვითარდება, სადაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი ჰყავთ.

მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელმა თამარ ჯიქიამ, რომელიც ამ საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობს, განმარტა, რომ პრობლემა, მთლიანად, საზოგადოებაშია. ” ეს არის ის, რაშიც უნდა იყოს საზოგადოება მთლიანობაში, ბუკეტში მოქცეული და ყველა უნდა მუშაობდეს ამ სფეროზე. აქტიური უნდა იყოს მშობელი, ადმინისტრაცია, ყველაზე დიდი როლი გარემოს ენიჭება, სადაც ბავშვი იმყოფება”.

შეხვედრის ორგანიზატორი “კრეატიული განვითარების ცენტრის” წარმომადგენელი დავით მირველაშვილი თვლის, რომ ჩართულობა უნდა გაიზარდოს ყველა სექტორში მათ შორის, სახელმწიფოსი. “იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ რა გვჭირდება და რა პრობლემებზე უნდა ვიმუშავოთ, ზუსტად უნდა იყოს აღქმული საზოგადოების აზრი და ინტერესი. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ საზოგადოება უნდა იყოს ძლიერი და თავდაჯერებული.”

ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს სპეცმასწავლებლებმა, მშობლებმა, მოზარდებმა და ბაღის რესურსცენტრის წარმომადგენლებმა.

პროექტის მთავარი მიზანია თელავში, გორში ზუგდიდსა და ბათუმში ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების გაძლიერება, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სექტორთაშორისი დიალოგის ხელშეწყობა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!