ტრამპის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებული მოსმენა სენატში 8 თებერვლიდან დაიწყება


  • აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებული მოსმენა სენატში 8 თებერვლიდან დაიწყება, – ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა.

მისი განმარტებით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ორშაბათს ოფიციალურად წარუდგენს სენატს იმპიჩმენტის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპს 6 იანვრის ამბოხების სტიმულირებაში ედება ბრალი.

ტრამპის ადვოკატები იმპიჩმენტის ბრალდებაზე პასუხს 2 თებერვალს შეიტანენ, მხარეების მოსმენა კი 8 თებერვალს დაიწყება. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა. ის პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატის წევრების 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ ხმა 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმაც უნდა მისცეს. იმ შემთხვევაში, თუკი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანენ, სენატორებს საშუალება მიეცემათ გამართონ მეორე კენჭისყრა და ტრამპს მომავალში მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა აღუკვეთონ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!