ჯო ბაიდენი მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება


  • ჯო ბაიდენი მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება, – ამის შესახებ თეთრის სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

„პრეზიდენტს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის სჯერა და ეს არის ის, რასაც ნახავთ, რომ ეს პრეზიდენტი გააკეთებს“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

მისივე თქმით, როგორც წესი, პრეზიდენტები თავიანთი შემცვლელების ინაუგურაციას რეგულარულად ესწრებიან.

„ის, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მიიღებს“, – აღნიშნა თეთრის სახლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2021 წლის იანვარში ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრო.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × 5 =

Akismet ანტისპამი