სლავიანსკის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა


  • ქალაქ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ, სოციალურ ქსელში ქალაქის ადმინისტრაცია წერს.

„წინასწარი მონაცემებით, ქალაქის დღევანდელი მასიური დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა შვიდი. დარტყმების შედეგად ცენტრალურ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. ასევე, დაზარალდა ქალაქის ცენტრალური უბანი, მიკრორაიონი „ვარშავა“, სევერნი, სლავკურორტი. ზარალის ოდენობა დგინდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, სლავიანსკის მერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ქალაქის მასიური დაბომბვა და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.