სიყვარულის უსიტყვოდ გადმოცემული ისტორია საბა ჯანჯღავას ფილმში “1878”

  • წუხელ, გვიან ღამით, აჭარანეტზე გამოქვეყნდა ზუგდიდელი ახალგაზრდის, საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის საბა ჯანჯღავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “1878”. 

ფილმი მოკლემეტრაჟიანია, მიმდინარეობს 11 წუთი, მიეკუთვნება დრამისა და მელოდრამის ჟანრებს, რომელშიც უსიტყვოდ, სხეულის ენაზე, “გადმოცემულია გრძნობათა ღელვა, სიყვარულის ტკივილის ისტორია და… უბრალოდ ლამაზი ლილიები”.

ფილმში მოქმედება ვითარდება ზუგდიდში და მასში დაკავებული მსახიობებიც ზუგდიდელები არიან. “ზუგდიდელების” ზუმშეხვედრაზე, ფილმის რეჟისორმა საბა ჯანჯღავამ და მთავარი როლების შემსრულებლებმა მარიამ გოგუამ და გიორგი ქადარიამ ისაუბრეს ფილმის შექმნის იდეაზე, ისტორიაზე, გადაღების საინტერესო ეპიზოდებზე და ადამიანებზე, ვინც ფილმის გადაღებაში მხარი დაუჭირეს მათ.

როგორც საბა ჯანჯღავა ამბობს, მან ფილმი “1878” მიუძღვნა თავის ბავშვობას და საჩუქრად გადასცემს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეს, სადაც გაატარა ბავშვობის საუკეთესო წლები.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.