საქართველოში 7 ოქტომბრამდე წვიმაა მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, ქარის გაძლიერება.

3 ოქტომბერს დღის ბოლოდან 7 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, ქარის გაძლიერება.

4 ოქტომბერს ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლი.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

19 − fifteen =

Akismet ანტისპამი