სარფში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა


  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ეჭვის საფუძველზე, მათი კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების (სხეულის რენტგენო ინსპექტირების სკანერის გამოყენება) შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 389,5 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 46 683,7 ლარი შეადგინა.

ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართვოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eighteen − four =

Akismet ანტისპამი