სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დავით კუხალეიშვილი დაინიშნა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დავით კუხალეიშვილი დაინიშნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით კუხალეიშვილი პროფესიით იურისტია და სხვადასხვა დროს არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დანიშვნამდე დავით კუხალეიშვილი “საქართველოს ბანკში” პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტში სამეგრელოს რეგიონალურ მენეჯერად მუშაობდა, მას ეს პოზიცია 2013 წლიდან ეკავა.

1996 – 1998  წლებში მუშაობდა ზუგდიდის სარაიონთაშორისო პროკურატურაში სტაჟიორ-გამომძიებლად.

1998 წლის აგვისტოდან 1998 წლის ნოემბრის თვემდე მუშაობდა ზუგდიდის რაიონის პროკურატურაში  უფროს გამომძიებლად.

1998 – 2003  წლებში მუშაობდა ზუგდიდის რაიონული პროკურორის თანაშემწედ. 2003 – 2005 წლებში  მუშაობდა ზუგდიდის  რაიონული პროკურორის მოადგილედ.

2005 -2006 წლებში იყო ქალაქ ფოთის პროკურორი. 2007 – 2012  წლებში მუშაობდა  სს „საქართველოს ბანკის“  პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტში მენეჯერად.

2012 –2013  წლებში  მუშაობდა  სამეგრელო-ზემო  სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში,  გუბერნატორის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!