რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამშობიარო ინვენტარი გადაეცა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამშობიარო ინვენტარი გადაეცა.

ქეა კავკასიამ, პროექტის “კოვიდ 19-ის უარყოფითი ზეგავლენის შემცირება“ ფარგლებში, რუხის საავადმყოფოს სამშობიარო ინვენტარი გადასცა. კლინიკას საოპერაციო მაგიდა სამეანო-გინეკოლოგიური აქსესუარებით, ორი სამშობიარო სავარძელი/საწოლი, ახალშობილის ფეტალური მონიტორი 6 ცალი და სანარკოზე აპარატი გადასცა. ინვენტარის ღირებულება 58 900 აშშ დოლარს შეადგენს.

რუხის საავადმყოფოში სამშობიარო ინვენტარის გადაცემის პროცესს, ქეა კავკასიისა და საავადმყოფოს წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.