რუსმა სამხედროებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში განახორციელეს-მედია


  • უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში განახორციელეს.

კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ქალაქში საჰაერო განგაშის სისტემა ჩაირთო.

არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმის განგაში და დარჩნენ თავშესაფრებში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.