“რამდენჯერ თავს დამესხნენ, მივმართე, მაგრამ რა გამოიძიეს?”


“პატრიოტთა ალიანსის” ბრიფინგზე იმყოფებოდა „პატრიოტთა ალიანსის“ გამგებლობის კანდიდატი გურგენ სართანია, რომელმაც ისაუბრა,  წინასაარჩევნო გარემოზე – პლაკატების ჩამოხევაზე და დაშინების ფაქტებზე. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=4fET6z8t0YY[/embedyt]მისი თქმით, ხდება გამგებლების დაბარება და გაფრთხილება, რომ მას არ დაუჭირონ მხარი.

სართანია მთელ  პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებს. „ლაშა გოგიას და სხვას არა აქვს უფლება კენჭი იყარონ“ . კითხვაზე, მიმართა თუ არა მან სამართალდამცავ ორგანოებს, სართანია პასუხობს: „ შესაბამისი ორგანოებისთვის არ მიმიმართავს, ყველაფერი იციან და გაარკვიონ, რამდენჯერ თავს დამესხნენ, მივმართე, მაგრამ რა გამოიძიეს ? კახა მიქაიას და საშკა მალაშხიას თავს რომ დაესხნენ გამოიძია ვინმემ? სართანიას თქმით,  მმართველი ძალა, რომელიც იყენებს ძალადობას და ძალადობით ებრძვის თავის ოპონენტებს, ის პარტია მარცხდება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!