“ოქროს გლობუსის” დაჯილდოება ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა


  • „ოქროს გლობუსის“ საუკეთესო კომედიური ფილმის ან მიუზიკლის ნომინაციაში ფილმმა “მორიგი ფილმი ბორათზე” გაიმარჯვა, საუკეთესო დრამად კი – “მომთაბარეთა მიწა” დასახელდა.

საშა ბარონ კოენმა ფილმში „მორიგი ფილმი ბორათზე“ მონაწილეობისთვის ნომინაციაში – მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი კომედიაში ან მიუზიკლში – გაიმარჯვა. ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელად კი ოზამუნდ პაიკი დასახელდა კომედიურ ფილმში – „ძალიან მაღელვებს“ მონაწილეობისთვის.

დრამაში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში მსახიობმა ანდრა დეიმ გაიმარჯვა, ნომინაციაში – მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – დრამა – კი რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილმა მსახიობმა ჩედვიკ ბოუზმანმა გაიმარჯვა ფილმში „მა რეინი ბლუზის დედა“ მონაწილეობისთვის.

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 78-ე ცერემონია წელს, პანდემიის გამო, ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.