ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს აწესებს


  • აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 5 ოქტომბირდან ახალ შეზღუდვებს აწესებს.

შეზღუდვები ითავლისწინებს: მასობრივი სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებების ჩატარების აკრძალვას დახურულ შენობებში. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კულტურული დაწესებულებებისათვის, რომლებიც ვალდებულები იქნებიან შეასრულონ შემდეგი მოთხოვნები: თანამშრომლებმა უნდა გამოიყენონ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები, ღონისძიებების სტუმრებმა ადგილები დარბაზებში ორი ადგილის გამოტოვებით უნდა დაიკავონ, შენობების ყოველდღიური დეზინფექცია კი ყოველდღიურად უნდა განხორციელდეს.

ინფორმაციისვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 782 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 7 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × 3 =

Akismet ანტისპამი