სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში გამოკვლეულ 9 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა


  • სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეოების შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე 691 პირი გაიტესტა. მათგან 500 ბიოლოგიური ნიმუშის პასუხი უკვე ცნობილია. 

მალხაზ თორიას განმარტებით, კორონავირუსი 9-ს დაუდასტურდა. აქედან 5 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა. მათგან ერთი საბერიოს კლასტერია. ხოლო 4 აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები არიან, რომლებიც იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში. ვირუსი დაუდასტურდა ფოთში 4 მცხოვრებს.  მათგან ერთი გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი კი, ერთი ოჯახის წევრი. ოთხივე მათგანი ბათუმის კლასტერიდან არის.

მალხაზ თორიას თქმით, რეგიონის მასშტაბით კატრანტინში 123 მოქალაქე იმყოფება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!