მოვაჭრეებთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი მივიდა


აღელვებულ მოვჭრეებთან, ამ წუთებში, სახალხო დამცველის სამეგრელო-ზემო სვანეთის  სამმართველოს  ახალი უფროსი ლევან პაპავა მივიდა. ის პოლიციელებმა უპრობლემოდ შეუშვეს ბაზრის ტერიტორიაზე. ლევან პაპავა ცდილობს მოვაჭრეების დამშვიდებას და მათ პრობლემებში გარკვევას.