მერის სტიპენდია 19 სტუდენტს დაენიშნა

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას სტიპენდია 19 წარჩინებულ ზუგდიდელ სტუდენტს დაენიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება სტუდენტებს გიორგი შენგელიამ პირადად გააცნო.

სტუდენტები მერის სტიპენდიას 250 ლარის ოდენობით მიიღებენ. დღესვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ 4 წარჩინებული ახალგაზრდა დააფინანსა.

მარიამ ნარმანიას, რომელიც ხატავს, ქმნის თოჯინებს და ბისერებით მუშაობს თექაზე სახატავი მასალების შეძენა დაუფინანსდა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტ ვიქტორია გუგუჩიას ზაარლანდის უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამით გამგზავრება თანადაუფინანსდა.

ბრიუსელსა და სტრასბურგში გამგზავრების ხარჯები დაუფინანსდა კავკასიის უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტ დავით ესართიას.

აგრეთვე, ქალაქ სტამბულში გამგზავრების ხარჯები დაუფინანსდა წარმატებულ სპორტსმენს უტა ფონიავას, უტა სტამბულში ჩემპიონატში მონაწილეობის მისღებად მიემგზავრება.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.