ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბის პიკი 50-70 წლის ასაკ­ში დგე­ბა


ამე­რი­კელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნი უფრო ჭკვი­ა­ნი და გო­ნი­ე­რი ხდე­ბა, რად­გან ტვი­ნი მთე­ლი ძა­ლით ამუ­შა­ვე­ბას იწყებს. ამას­თან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბის პიკი 50-70 წლის ასაკ­ში დგე­ბა. ასე­თია მკვლე­ვარ ბარ­ბა­რა სტო­უ­ჩის მუ­შა­ო­ბის სენ­სა­ცი­უ­რი შე­დე­გე­ბი, იტყო­ბი­ნე­ბა The Daily Mail.

ტრა­დი­ცი­უ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნის ტვი­ნის მუ­შა­ო­ბა თან­და­თან ქვე­ით­დე­ბა, რად­გან ნე­ი­რო­ნე­ბი – თა­ვის ტვი­ნის უჯრე­დე­ბი – ნელ-ნელა კვდო­მას იწყებს და სი­ცო­ცხლის ბო­ლოს ადა­მი­ა­ნი ნე­ი­რო­ნე­ბის 30%-ს კარ­გავს. თუმ­ცა ბოლო გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ასე სუ­ლაც არ არის: თა­ვის ტვი­ნის უჯრე­დე­ბი არ კვდე­ბა. შე­საძ­ლოა, მათ შო­რის კავ­ში­რი გა­წყდეს, მაგ­რამ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ადა­მი­ა­ნი მათ არ აა­მუ­შა­ვებს.

ამას­თან ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად თა­ვის ტვინ­ში მი­ე­ლი­ნის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა. ეს არის ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც სიგ­ნალს ნე­ი­რო­ნებს შო­რის უფრო სწრა­ფად მოძ­რა­ო­ბას აი­ძუ­ლებს. ამის ხარ­ჯზე ტვი­ნის სა­ერ­თო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ძალა სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით 3000%-ით იზ­რდე­ბა. მი­ე­ლი­ნის წარ­მოქ­მნის პიკი კი 60 წლის ასაკ­ში და შემ­დეგ დგე­ბა.
გარ­და ამი­სა, თუ 50 წლამ­დე ადა­მი­ა­ნის თა­ვის ტვი­ნის ნა­ხე­ვარსფე­რო­ებს შო­რის “შრო­მის და­ნა­წი­ლე­ბის” პრინ­ცი­პი მოქ­მე­დებს და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მკაც­რად გან­სა­ზღვრულ ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებს, მა­შინ 50 წლის შემ­დეგ ადა­მი­ანს ტვი­ნის ორი­ვე ნა­ხე­ვარსფე­როს ერ­თდრო­უ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია. ეს კი მას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უფრო რთუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გა­დაჭ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.
ამის მსგავ­სად ტვინ­ზე ასახ­ვას ჰპო­ვებს ასე­ვე ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის ტვინ­ზე უჩ­ვე­უ­ლო, ან ემო­ცი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია უკვე ნაკ­ლე­ბად ახ­დენს გავ­ლე­ნას, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის ტვინ­ზე. რო­გორც კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა დი­ლიპ ჯე­ის­ტმა გა­ნა­ცხა­და, “ადა­მი­ა­ნის ტვი­ნი, რო­მელ­საც მრა­ვალ­წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ნაკ­ლე­ბად იმ­პულ­სუ­რი და მე­ტად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია”. მისი აზ­რით, სწო­რეს ეს არის სიბ­რძნე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბის პიკს თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბიც გა­აჩ­ნია. ინ­ფორ­მა­ცი­ის უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბის გამო, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე გროვ­დე­ბა, ოპე­რა­ტი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა ძა­ლი­ან იტ­ვირ­თე­ბა, რაც და­ვი­წყე­ბა­სა და გო­ნა­ბა­გა­ფან­ტუ­ლო­ბას იწ­ვევს, აღ­ნიშ­ნა­ვენ ნე­ი­რო­ქი­რურ­გე­ბი.
წყრო: ინტერნეტმასალები


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!