კულტურის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსის “ქალი რეჟისორების მხარდაჭერა“ გამარჯვებულები


  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წელს პირველად გამოცხადებული კონკურსის – „ქალი რეჟისორების მხარდაჭერა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.

სამინისტროს ინფორმაციით, მომართა რვა კონკურსანტმა. გაიმარჯვა ოთხმა პროექტმა. გამარჯვებულებს შორის ერთ-ერთია “ინატრე და გეშინოდეს“ – სსიპ ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
რეჟისორი მერი ბეროშვილი ზუგდიდის თეატრში თანამედროვე ავსტრიელი ნობელიანტი მწერლის, პეტერ ჰანდკეს, პიესების მიხედვით დადგამს სპექტაკლს „ინატრე და გეშინოდეს“.

უწყების ცნობით, კონკურსის მიზანია ქალ რეჟისორთა შემოქმედებითი გააქტიურება; თანამედროვე ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში მათი უფრო მასშტაბური მონაწილეობა, ქალ რეჟისორთა ახალი სახელების წარმოჩენა, ქართული თეატრის რეპერტუარის გამრავალფეროვნება და მისი ახალი დადგმებით გამდიდრება.
კონკურსისთვის გამოიყო 86 000 ლარი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!