“კატოს ნატვრა”


  • 26 აპრილს, 13:00 საათზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს “კატოს ნატვრას”.

“ჯადოსნური ისტორია, რომელიც პატარა კატოს გარშემო ვითარდება, თანამედროვე ოჯახების პრობლემას – ურთიერთობების უკმარისობას ეხმიანება. კატოსთვის ვერავინ იცლის, მას ხომ მხოლოდ ყურადღება და თამაში უნდა. ამიტომ ჯადოსნურ ღამეს ჩათქმული ნატვრა – “მეტი ყურადღება გამოიჩინონ ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ” ჯადოსნურ რეალობად იქცევა. კატო შეხვდება დროს, ბავშვობას, შიშს, საიდუმლოებას, ღამეს, დედობრივ სიყვარულს და მათთან ერთად ცხოვრების პატარ-პატარა საიდუმლოებებს შეიცნობს. იმოგზაურეთ კატოსთან ერთად და თქვენც ჩაუთქით სურვილები, იმიტომ, რომ თუკი გულით გწამს, ნატვრა აუცილებლად აგიხდება”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!