კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 222 აჭარაში, 137 კი თბილისში დაფიქსირდა


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან 222 აჭარას, 137 კი თბილისს უკავშირდება.

“აჭარაში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევაა, გუშინ იყო 190, ოდნავ მოიმატა, მაგრამ ბევრი არ არის. თბილისში ცოტა შემცირდა – 137 შემთხვევაა, გუშინ იყო 179, იმერეთში 99 დადასტურებული შემთხვევაა, ქვემო ქართლში – 31, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში 10-10 დადასტურებული შემთხვევა, შიდა ქართლში – შვიდი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ხუთი, კახეთში – სამი, სამცხე-ჯავახეთში – ერთი და იმპორტირებული არის ერთი შემთხვევა”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.