სამეგრელოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში იმყოფება 7 მოქალაქე.

რუხის კლინიკაში იმყოფება 166 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 17 და საშუალო სიმძიმის 3 პაციენტი.

ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პაციენტი.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 24 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედი 22 პაციენტი.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 115 ადამიანი.

ამავე ინფორმაციით, კორონავირუსით სენაკის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა 64 წლის ქალბატონი. პაციენტი “ლაზიკამედის” კლინიკაში მკურნალობდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four + fourteen =

Akismet ანტისპამი