კახაბერ ფარცვანია: ხვალ, ზუგდიდის ყველა სკოლაში, დაირეკება პირველი ზარი


ხვალ, ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები ერთდროულად იწყებენ ახალ სასწავლო წელს. “ზუგდიდელებთან” საუბრობს ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახაბერ ფარცვანია.

მისი ინფორმაციით, ხვალ დაახლოებით 1700 მდე პირველკლასელი წავა სკოლაში. მოსწავლეებს წელსაც გადაეცემათ უფასო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებისთვის გათვალისწინებულია პორტატული კომპიუტერები, რომლებიც უკვე მათ მერხებზე ალაგია და ელოდება “მესაკუთრეებს”. 38 საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოხდა სკოლის ტერიტორიების შემოღობვა და სველი წერტილების მოწესრიგება.   „მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ახალი სასწავლო წლის დაწყება  მივულოცო ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს,  მათ მშობლებს,  განსაკუთრებით, პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად მიუსხდებიან მერხებს. მინდა მათ წარმატებები და ნაყოფიერი წელი ვუსურვო“. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=daGgLUtlBMI[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!