იტალიაში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება


  • იტალიაში პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იტალიელები ვალდებულები არიან, პირბადე ატარონ მაღაზიებში, ოფისებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბარებსა და რესტორნებში, როდესაც მაგიდებთან არ სხედან. დახურულ სივრცეებში კი, კერძო სახლების გარდა, პირბადის ტარება ყველგან სავალდებულოა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განმარტებით, ზომების გამკაცრება საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს კარანტინი, რომელიც ეკონომიკას ანადგურებს.

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათიდან გაერთიანებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან და ჩეხეთიდან იტალიაში ჩასული პირებისთვის კოვიდ 19-ზე ტესტის ჩატარება სავალდებულო გახდა.

იტალიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 678 ახალილ შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი დღური მაჩვენებელია ქვეყნისთვის 24 აპრილის შემდეგ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.