გიორგი გახარია-მადლობას ვუხდი თეა წულუკიანს მთავრობაში 8 წლიანი შრომისთვის და წარმატებებს ვუსურვებ პარლამენტში


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თეა წულუკიანს საქართველოს მთავრობაში 8-წლიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

“დღეს, პირველი მთავრობის სხდომაა, როდესაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჩვენთან ერთად აღარ არის, მან დატოვა მთავრობის შემადგენლობა. მინდა, მას მადლობა გადავუხადო უაღრესად ნაყოფიერი 8-წლიანი შრომისთვის საქართველოს მთავრობაში და მინდა ხაზგასმით, ავღვნიშნო მისი პერსონალური წვლილი მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში.

ასევე მინდა, ჩამოვთვალო ის მიმართულებები, სადაც თეა წულუკიანმა მნიშვნელოვანი ღვაწლი და პროგრესი ანახა ქვეყნის განვითარებაში. ეს არის აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, დანაშაულის პრევენციის მექანიზმების დანერგვა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა. რაც მთავარია, მთლიანად სისტემის ჰუმანურობის უფრო მეტი ჰუმანურობისკენ გადადგმული ნაბიჯები. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, საქართველოში რომ გვაქვს არასრულწლოვანთა ერთ-ერთი საუკეთესო კოდექსი, თეა წულუკიანის დამსახურებაა ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიღწეული წარმატებები ასევე უკავშირდება თეას სახელს. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო ახალ სტატუსში პარლამენტში, სადაც დარწმუნებული ვარ, მისი მოღვაწეობა იქნება ასევე წარმატებული და ნაყოფიერი”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია და საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დატოვა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!