ირაკლი ვეკუა 3 ოქროს მედლით ევროპის ჩემპიონია


  • სალონიკიში მიმდინარე U17 ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე +102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ვეკუამ, ატაცში 145 / 150 / 152 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ირაკლი ვეკუამ კიდევ ერთი ოქროს მედალი აკვრაში დაძლეული 185 / 191 კილოგრამით მოიპოვა.

უწყების ცნობით, ძალოსანმა ორჭიდში მოგროვილი 343 კილოგრამით მკერდი მესამე ოქროს მედლით დაიმშვენა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty − 6 =

Akismet ანტისპამი