ირაკლი ვეკუა ევროპის ვიცე-ჩემპიონია


  • ზუგდიდელი ძალოსანი ირაკლი ვეკუა ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ძალოსანმა აკვრაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პოლონეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი ვეკუამ იასპარეზა.

ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ვეკუამ ატაცში დაძლეული 153 კილოგრამით მე-6 პოზიცია დაიკავა.
ძალოსანმა აკვრაში თავი 193 / 200 კილოგრამს გაართვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. ვეკუამ ორჭიდში მოგროვილი 353 კილოგრამით მეოთხეა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × one =

Akismet ანტისპამი