- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს „ინიციატივა განვითარებისთვის“.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსისტეტის ინფორმაციით, პროექტი შემუშავებულია უნივერსიტეტის შემოქმედებითი ინკუბატორის ფარგლებში.
პროექტი „ინიციატივა განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩამოყალიბდა უნარების განვითარების კლუბი, რომელიც აერთიანებს სკოლის მოსწავლეებს, პროფესიულ სტუდენტებს, მოსწავლეთა მშობლებს, თემის წარმომადგენლებს და მიზნად ისახავს მონაწილე ახალგაზრდების ციფრული, სამეწარმეო, სოციალური, ფსიქოემოციური და ფიზიკური უნარების გაძლიერებას. პროექტი, ასევე ხელს შეუწყობს პროფესიული არჩევანის შესაძლებლობების გაცნობას და მოტივაციის ამაღლებას.




