ინგლისში კოვიდშეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

  • დღეიდან, ინგლისში კორონავირუსის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა.

მედიის ინფორმაციით, მაღაზიებსა და სხვა საჯარო დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, გაუქმდა შიდა და გარე სივრცეებში შეკრებილი ადამიანების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა, ღამის კლუბებს, სპორტულ მოედნებსა და მსგავს ადგილებს სრული დატვირთვით გახსნის უფლება მიეცათ.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განმარტებით, ვირუსი ჯერ არ გამქრალა და მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.