საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა


  • დღეიდან საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა. შესაბამისი გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა.

პირველი აგვისტოდან საფრანგეთში ჩასულ მგზავრებს აღარ მოუწევთ კოორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა.

თუმცა ამავე დროს, როგორც საფრანგეთი შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საფრანგეთის მთავრობას შეუძლია, უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში შემზღუდავი ზომები ხელახლა აამოქმედოს არა უმეტეს ორი თვის ვადით იმ შემთხვევაში, თუ გავრცელდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!