იერუსალიმში მე-5 საუკუნის უძველესი ქართული მონასტრის და სამუელ ქართველთა ეპისკოპოსის სამარხის შესახებ საინფორმაციო დაფა გაიხსნა


  • იერუსალიმის ცენტრში, დავით მეფის ქუჩაზე, განთავსდა მემორიალური დაფა, რომელიც მეხუთე საუკუნის ქართული მონასტრისა და ეპისკოპოსი სამუელის სამარხის ადგილს მიუთითებს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ცნობა ქართველთა მონასტრის და სამუელ ქართველთა ეპისკოპოსის სამარხის აღმოჩენის შესახებ, სამეცნიერო წრეებში 1935 წელს გამოქვეყნებული მასალით გახდა ცნობილი, ხოლო ქართულ საზოგადოებას ამის შესახებ, პირველად, წმინდა გრიგოლ ფერაძემ ამცნო, რომელმაც იერუსალიმში 1936 წელს იმოგზაურა.

აღნიშნული მემორიალური დაფის განთავსება საქართველოს საგარეო საქმეთა და  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის, ისრაელში საქართველოს საელჩოსa და ისრაელის შესაბამისი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მემორიალური დაფის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.