- ემიგრანტების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში სპეციალური გუნდი შეიქმნა, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საჭიროებების შესაბამის საბანკო და არასაბანკო პროდუქტებს ქმნის, ხოლო უკვე არსებულს – მუდმივად ხვეწს და ავითარებს.
ამჯერად, თიბისიმ, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ ემიგრანტებს, სამშენებლო კომპანია – ,,მეტროპოლთან’’ ერთად, სპეციალური შეთავაზება მოუმზად
კერძოდ, „მეტროპოლი ქავთარაძის“ პროექტში ბინის შეძენისას, თიბისის მომხმარებელი ემიგრანტები 19%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ბინასთან ერთად, საპარკინგე სივრცის შეძენისას კი – 7%-იანი ფასდაკლებით. ამასთან, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ თიბისის იპოთეკური სესხით.
შეთავაზება 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის.
