ზური ჯგუშიას ხსოვნას


ჯგუშიების საგვარეულომ უდიდესი დანაკლისი განიცადა,-გარდაიცვალა ზური ჯგუშია, გამორჩეული ზუგდიდელი, ღირსეული ქართველი კაცი.

ზური ჯგუშიამ მთელი თავისი ახალგაზრდობის წლები მიუძღვნა ზუგდიდის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას. იყო ზუგდიდის კულტურის სახლთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის ,,ლირა” სოლისტი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ასევე, ზუგდიდის შალვა დადიანის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრთან არსებული ანსამბლის “ლაზები” სოლისტი და სამხატვრო ხელმძღვანელი

მრავალი წელი მუშაობდა ზუგდიდის ფაიფურის ქარხნის კლუბის გამგედ, სადაც დიდი ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინა. მისი ხელმძღვანელობით ფაიფურის ქარხნის მშრომელებისათვის დაფუძნდა მომღერალთა გუნდი, სამეჯლისო ცეკვების, ფოტოგრაფიის შემსწავლელი წრები. ზურიმ დააარსა ფაიფურის ქარხნის ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი (რუსეთიდან ჩამოყვანილი მუსიკოსებით). მისი ხელმძღვანელობით ხშირად ტარდებოდა ქარხნის კლუბში მთელი რიგი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები. ქარხანაში, შესვენების პერიოდში, დაღლილი მუშებისთვის სასიამოვნო ესთეტიკური და სულიერი განწყობის შესაქმნელად, ირთვებოდა თანამედროვე, მაღალი მუსიკალური გემოვნებით შერჩეული უცხოური და ქართული სიმღერები. ყოველივე ამის ინიციატორი და სულის ჩამდგმელი, კლუბის გამგე ზური ჯგუშია იყო. ბოლო პერიოდში, ზური, დაკავებული იყო ბიზნესით. იყო ქველმოქმედი, მოყვასის ხელის გამმართავი, გვერდში მდგომი.

როცა ქვეყანა და ხალხი დამშვიდდება, ზუგდიდელები მოისაკლისებენ ერთ კაცურ კაცს, რომელიც ძალიან უხდებოდა ჩვენს ქალაქს, საზოგადოებას და საკადრის პატივს მიაგებენ მას და მის საქმეებს.

მშვიდობით, ძვირფასო ადამიანო, მეგობარო! ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.

არასოდეს დაგივიწყებთ.

ოჯახი და ახლო ნათესავები


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!