ზუგდიდში საახალწლო ღონისძიებები პირველ იანვარს გაიმართება


  • საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდში, 1 იანვარს, 14:00 საათზე საახალწლო ღონისძიებები გაიმართება თავისუფლების მოედანზე.

• 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ნუგბარი

• 14:00-19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები; ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები

• 14:00-16:00 – საბავშვო გასართობი პროგრამა

• 14:30-18:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან

• 16:00-16:20 – თოჯინების თეატრი

• 16:30-17:00 – აზოტის შოუ

• 17:00 -19:00 – ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი

ჯგუფი „შერეკილები“

• 19:00 – საზეიმო ფოიერვერკი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × four =

Akismet ანტისპამი