ზუგდიდში “ოცნების” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ


  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ზუგდიდში, პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ბერაია, დაჩი ბერაია, ირაკლი ხახუბია, ლევან მგალობლიშვილი, ედიშერ თოლორაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პარტიის ლიდერებმა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.

რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.