ზუგდიდში კორონავირუსი 14 არასრულწლოვანს დაუდგინდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან 20 დადებითი პასუხია, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 მარტვილელია, 3 არის ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან, 15 არის ზუგდიდი, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან, ეს მასწავლებელი კი “ოქროს ბირჟის” კლასტერია.

მეთხუთმეტე ზუგდიდელი კი არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. რადგან არასრულწლოვნები მოსწავლეები არიან სამ სკოლაში, სადაც მათ შემხებლობა აქვთ გადავა დისტანციურზე, ეს სკოლებია: რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძი.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 92 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 69 კოვიდ პაციენტი, აქედან 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 173 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.