ზუგდიდში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 407 ნიმუშებიდან 63 -ზე დადებითი პასუხია.

აქედან 36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 7 შემთხვევა გამოვლინდა წალენჯიხაში, 6 შემთხვევა არის ფოთში, ასევე 5 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში, 4 შემთხვევა არის სენაკში, 4 შემთხვევა არის ჩხოროწყუში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 127 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 10 პირი ისინი მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადოდნენ, მათგან 9 ზუგდიდელია და 1 ჩხოროწყუს მაცხოვრებელია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

17 + 6 =

Akismet ანტისპამი