ზუგდიდში ევროპის დღე აღინიშნა


  • დღეს, ზუგდიდში ევროპის დღე აღინიშნა. ღონისძიება „ზუგდიდი მოლში“ კამერულმა ორკესტრმა “ამადეუსი” საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნით გახსნა.

წარმოდგენილი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების გამოფენა-პერფომანსი ნიკო ფიროსმანი, სადაც ფიროსმანის ნახატები ახალგაზრდა მსახიობებმა გააცოცხლეს. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო თექის და კულინარიული მასტერკლასები.

დარგის სპეციალისტებთან ერთად მასტერკლასებში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა ჩაატარა სალონური საუბრები “საქართველოს გზა ევროპისკენ”, გაიმართა ვიქტორინა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების ორგანიზატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია იყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

10 + seventeen =

Akismet ანტისპამი