ზუგდიდის საკრებულო კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განცხადება გააკეთა  COVID 19-ის ფონდში ხელფასის 1/3-ის გადარიცხვასთან დაკავშირებით.

“დღეს, როცა მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ერთობლივი ძალისხმევით იბრძვის პანდემიის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია ჩვენც წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. გვინდა, გამოვეხმაუროთ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილებას და ჩვენ, საკრებულოს პოლიტიკური გუნდი შევუერთდეთ მმართველი პარტიის ინიციატივას – მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავთ ხელფასის 1/3-ს. მადლობას ვუხდით თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ძალისხმევას არ იშურებს და მონაწილეობს ამ კრიზისის აღმოფხვრაში. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას,”-ნათქვამია განცხდებაში.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.