ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ხუთი ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღო

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, ხუთი ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი მამფორია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული. გიორგი ჩაირიცხა ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე.

ელენე ქარდავა – 2020 წელს ელენემ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლას  საფრანგეთში, სტრასბურგის უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე გააგრძელებს.

ნინო ფარჯიკია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებული. ნინო საფრანგეთში პარიზის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს სწავლას.

ანა თოდუა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულების კურსდამთავრებული. მიმდინარე წელს ანა ჩაირიცხა ვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე.

ილონა ჩუხუა – ილონამ წითელ დიპლომზე დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა. ამ ეტაპზე შერჩეულია ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში ერთ-ერთ პროექტში „shuman volunteers”, რომელიც პოლონეთში განხორციელდება.

ქვეყანაში მიმდინარე ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე ნიჭიერის კომისია Zoom- ში გაიმართა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.