ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ბზის ხეივანი აღდგება

  • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში აქტიურად მიმდინარეობს საზაფხულო სამუშაოები. მცენარეთა კოლექციის მართვის განყოფილების უფროსი ლარისა თირქია “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ ბაღი ახალი მცენარეებით შეივსო.

ლარისა თირქია: “დღითი დღე ლამაზდება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ამჯერად აქ მიმდინარეობს სეზონური სამუშაოები. გაკეთდა დეკორატიული კუთხეები, ყვავილნარები და გაზონები. განსაკუთრებით ლამაზია ხავერდულების, ცელოზიებისა და გომფრენების ყვავილნარები. შემოტანილ იქნა, როგორც დეკორაციული ბუჩქოვანი, ასევე მერქნიან მცენარეთა საკალმე მასალები. მათ შორის, “წითელ ნუსხაში” შეტანილი კოლხური ბზის 6 000 კალამი, რომლითაც იგეგმება ისტორიული მნიშვნელობის მანამდე არსებული ბზის ხეივნის აღდგენა. გარდა ამისა, დაკალმდა 600-მდე სახეობის 50 000 სახეობის ერთეული.

ინტენსიურად მიმდინარეობს მცენარეთა ინვენტარიზაცია-პასპორტიზაცია. ახალი სახეობებისა და კულტივარების ინტროდუქცია. ბოტანიკურ ბაღში არსებულ მცენარეებზე ჩატარდა ფიტოსანიტარული და აგროტექნიკური ღონისძიებები. მცენარეთა სახეობების სისტემატიკური რკვევის მიზნით ხდება ჰერბარიუმების დამზადება. ბაღის ტერიტორიაზე ეტაპობრივად მიმდინარეობს დეკორატიულ, ბალახოვან და მერქნიან მცენარეთა თესლების შეგროვება, შრობა, აღრიცხვა, დაფასოება”.

ინფორმაციისთვის, პანდემიის გამო, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 11 მაისს გაიხსნა და წლის ბოლომდე, ნებისმიერ სტუმარს მისი დათვალიერება უფასოდ შეეძლება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.