აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 160 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი 30-ს გამოუვლინდა.

მედიის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 69 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა, 20-ის კი, საშუალო სიმძიმის. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 756-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 198 შეადგენს. მთლიანობაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 7 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

9 + 16 =

Akismet ანტისპამი