- ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ვაქცინის ე.წ. ბუსტერ ანუ მესამე დოზით აცრის საკითხთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ და ცვლილება საქართველოს პროტოკოლშიც შევა.
„მესამე ე.წ. ბუსტერ დოზაზე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებულია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფზე. ჩვენ ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება. მასობრივად მესამე დოზების გამოყენების შესახებ ჯერ მსჯელობა არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.